გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

22 მარტი 2024, 22:30 395 ნახვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში