ნატო „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტს გმობს - ნატოს პრესსპიკერი

23 მარტი 2024, 15:58 412 ნახვა

ნატო მოსკოვის ოლქის, ქალაქ კრასნოგორსკში, „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტს ეხმაურება.

„ცალსახად ვგმობთ მოსკოვში კონცერტის მაყურებლებზე თავდასხმებს. ასეთ საშინელ დანაშაულს ვერაფერი გაამართლებს. ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს“, - წერს ნატოს პრესსპიკერი, ფარა დახლალა.

 

ბოლო მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 115-ს მიაღწია.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, ტერაქტის საქმეზე დაკავებულია 11 ადამიანი, მათ შორის, ოთხი ტერორისტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში