ყველა ემიგრანტს, რომელიც გამოხატავს ამის სურვილს, ხმის მიცემის საშუალება ექნება - პრემიერი

23 მარტი 2024, 16:35 392 ნახვა

ყველა ემიგრანტს, რომელიც გამოხატავს ამის სურვილს, ხმის მიცემის საშუალება ექნება, დანარჩენი სპეკულაციებია,- ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საზღვარგარეთ, საქართველოს ყველა საელჩოში, ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში იქნება უზრუნველყოფილი ხმის მიცემა.

„ამ თემასთან დაკავშირებით სპეკულაციები თვეებია გრძელდება. რეალურად, ყველა საელჩოში, ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში იქნება უზრუნველყოფილი ხმის მიცემა. შესაბამისად, ყველა ემიგრანტს, რომელიც გამოხატავს ამის სურვილს, ხმის მიცემის საშუალება ექნება. დანარჩენი სპეკულაციებია! გვესმის, რომ, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვერ გაიხსნება 10 და 20 საარჩევნო უბანი. აქ არის მობილობის კუთხით პრობლემები, მაგრამ, რამდენადაც შესაძლებელია, მაქსიმალურად, ყველა საელჩოში, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში იხსნება საარჩევნო უბნები. დანარჩენი - ცარიელი პოლიტიკური სპეკულაციებია“,- განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში