„კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმის ორი მონაწილე მოკლულია - BBC

24 მარტი 2024, 10:13 561 ნახვა

მოსკოვის ოლქში Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზზე ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილე, სულ მცირე, ორი პირი მოკლულია, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს..

გამოცემის ცნობით, ერთი თავდამსხმელი შემთხვევის ადგილას დაიღუპა, მეორე კი – ბრიანსკის ოლქში, სადაც პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა სავარაუდო ეჭვმიტანილთა ავტომობილს.

როგორც „ბიბისი“ წერს, ბრიანსკის ოლქში მოკლული კაცი ტაჯიკეთის მოქალაქეა.

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა.. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.

ბოლო მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 133-მდე გაიზარდა. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, 11 პირია დაკავებული.. 24 მარტი რუსეთში საყოველთაო გლოვის დღედ გამოცხადდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში