რუსეთში გლოვის დღეა

24 მარტი 2024, 11:54 447 ნახვა

რუსეთში გლოვის დღეა, რის გამოც ქვეყანაში სახელმწიფო დროშები დაშვებულია. გადაწყვეტილება პრეზიდენტმა პუტინმა მას შემდეგ მიიღო, რაც „კროკუს სითი ჰოლზე“ შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა და 133 ადამიანი დაიღუპა.

ადგილზე უკვე დასრულებულია სამაშველო ოპერაცია, თუმცა მოსკოვის ოლქის გუბერნატორის ცნობით, სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

100-ზე მეტი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, 2 თავდამსხმელი მოკლულია. ერთი მათგანი შემთხვევის ადგილას დაიღუპა, მეორე კი ბრიანსკის ოლქში, სადაც პოლიციამ სავარაუდო ეჭვმიტანილთა ავტომობილს ცეცხლი გაუხსნა.

ცნობისთვის, მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, მასთან დაკავშირებულმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ვიდეო, თუ როგორ შედიან თავდამსხმელები საკონცერტო დარბაზში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში