ქობულეთში 30 წლის კაცი მოკლეს 

24 მარტი 2024, 14:05 779 ნახვა

მკვლელობა ქობულეთში. განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. დაკავებული წარსულში ნასამართლევი 47 წლის კაცია.

უთანხმოების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტი მსხვერპლით დასრულდა. დაჭრილი კაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, მას ჭრილობა გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.  

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში