საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულია

24 მარტი 2024, 19:44 538 ნახვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები შერეულ გუნდურ ჩათვლაში თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულია.

ქართველმა ძიუდოისტებმა 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ჩემპიონები ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ლაშა ბექაური (90 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) გახდნენ.

ბრინჯაოს მედალი კი საბა ინანეიშვილმა (+100 კგ) მოიპოვა.

მეორე ადგილი შერეულ გუნდურ ჩათვლაში 2 ოქროს მედლით ესპანეთმა დაიკავა, ხოლო მესამეზე 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით კანადის ნაკრები გავიდა.

თბილისის გრანდ სლემზე 83 ქვეყნის 531 ძიუდოისტი ასპარეზობდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში