ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა 

25 მარტი 2024, 10:12 3098 ნახვა

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან. 

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით, ადგილზე მისულ ბრიგადას სამი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა. ორი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს. 

მედიკოსების განცხადებით, ორივე დაშავებულს სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

შემთხვევის ადგილას კრიმინალური სამსახური მუშაობს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში