უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 60 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

25 მარტი 2024, 10:08 383 ნახვა

 

რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის ოდესის ოლქს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს, რის შედეგადაც ენერგო სისტემა დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად დაშავდა 11 ადამიანი.

„მტერმა კიდევ ერთხელ შეუტია ოდესის ოლქს დრონებით. დაზიანებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ოდესის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება“, - აღნიშნა კიპერმა.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 60 სამხედრო შეტაკება მოხდა.

რუსი დამპყრობლები თავს დაესხნენ ფრონტის 7 მიმართულებას, ყველაზე აქტიურად შეიჭრნენ ნოვოპავლოვსკის მიმართულებაზე. 

"სევერსკის და სლობოჟანსკის მიმართულებებში მტერი ინარჩუნებს სამხედრო ყოფნას სასაზღვრო რაიონებში, ახორციელებს დივერსიულ აქტივობებს, რათა თავიდან აიცილოს ჩვენი ჯარების გადაყვანა საშიშ მიმართულებებზე და ზრდის ნაღმების და ასაფეთქებელი ბარიერების სიმკვრივეს სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ"- განმარტავენ უკრაინის გენშტაბში.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ავიაციამ მოწინააღმდეგის სპეციალური საწყობისა და სამხედრო ტექნიკის ირგვლივ მდებარე 8 უბანს დაარტყა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში