ბრაზილიაში წყალდიდობასა და მეწყერს 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

25 მარტი 2024, 10:37 469 ნახვა

ბრაზილიაში, ესპირიტუ-სანტსას შტატსა და ქალაქ რიო დე ჟანეიროში, ძლიერი წვიმით გამოწვეულ სტიქიას ებრძვიან.

უცხოური მედიის ცნობით, წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ათობით ჯარისკაცი და მეხანძრე-მაშველია ჩართული.

სტიქიის გამო, საჭირო გახდა 5 400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია, განადგურებულია 270-ზე მეტი სახლი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში