აქცია გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე

25 მარტი 2024, 18:19 622 ნახვა

საპროტესტო აქცია ბათუმში გენერალ აბაშიძის ქუჩაზე. ნომერ 49/17-ში მცხოვრები მოსახლეობის თქმით 10 წლის წინ ახალ აშენებულ კორპუსში ბინები შეიძინეს, ბინას ჰქონდა საპარკინგე სივრცე და მოპირკეთებული ეზო. რამდენიმე დღის წინ კი კორპუსთან შესასვლელი საავტომობილო გზა და შლაგბაუმი შეღობილი დახვდათ. როგორც მოსახლეობამ საკადასტრო რუკით გაარკვია კორპუსის ირგვლივ ეზოს სივრცე სხვადასხვა კერძო მესაკუთრეს ეკუთვნით. სახლი კი შესავლელის გარეშე რჩება. აქციის მონაწილეებმა დღეს ქალაქ ბათუმის მერიას მიმართეს კითხვით, თავის დროზე როგორ მიიღო კომპანიამ მშენებლობის ნებართვა.? რატომ არ აქვს კორპუსს საჭიროებისამებრ სახანძრო ავტომობილით შესვლისთვის აუცილებელი სივრცე. მოსახლეობის თქმით მშენებელი კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის. აღსანიშნავია, რომ კორპუსი ამ დრომდე ჩაუბარებელია. მერიაში ამბობენ,რომ უწყებამ ნებართვა კანონის დაცვით გასცა, რაც შეეხება მოსახლეობის კითხვებს დამატებითი ინფორმაციისთვის მერიას წერილობით უნდა მიმართონ.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში