ლუბა გოლოვინამ ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

26 მარტი 2024, 10:01 399 ნახვა

ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტ ქვეყანათა რიცხვს საქართველოც შეუერთდა. პარიზის საგზურის მოპოვება ოლიმპიური თამაშების სამგზის მონაწილემ, ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანმა, ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ მსოფლიო თასის სერიებში დაგროვილი სარეიტინგო ქულებით შეძლო.

ქალთა შორის პარიზის ოლიმპიურ ბატუტზე გამოსვლის უფლება მოიპოვეს ჩინეთმა, დიდ ბრიტანეთმა, იაპონიამ, საფრანგეთმა, ახალმა ზელანდიამ, ესპანეთმა, აზერბაიჯანმა, ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენლებმა და საქართველომ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში