თბილისის ერთ-ერთ სკოლაში „წიწაკის სპრეი“ გაუშვეს - პრევენციის მიზნით, რამდენიმე მოსწავლე კლინიკებში გადაიყვანეს

26 მარტი 2024, 12:51 394 ნახვა

თბილისში, ერთ-ერთ სკოლაში სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანები იყო მობილიზებული. 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლემ ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

სამინისტროს ცნობით, მოსწავლეთა ნაწილს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, ნაწილი კი პრევენციის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში