სასიხარულოა, როცა შედეგს იღებ, მაგრამ გჭირდება დიდი მოთმინება და იმედი - ვილი სანიოლი

27 მარტი 2024, 01:33 793 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. 
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"წარსულში შეიძლება ბევრი ფიქრობდა, რომ საქართველოს ნაკრები უნდა დამეტოვებინა, მაგრამ სწორედ ამის ახსნას ვფიქრობდი, რომ შედეგის მიღწევას დრო სჭირდება, თვეები, წლები. წასვლაზე აქამდე არ მიფიქრია, რადგან აქ თავს კარგად ვგრძობ, პროფესიონალებთან მუშაობა მიწევს და ჩემთვის აქ ყოფნა სასიამოვნოა.

მწვრთნელის წარმატება ფეხბურთელის მიღწევისგან განსხვავებულია. ფეხბურთელი პასუხს საკუთარ თამაშზე აგებს, მწვრთნელი კი გუნდის შედეგზე. ეს სულ სხვა შეგრძნებაა, რაც დიდ შრომას მოაქვს.
პენალტებზე ბევრი ვივარჯიშეთ, მაგრამ არასდროს იცი ვინ დაასრულებს თამაშს და შესაბამისად, ვინ დაარტყამს. ამიტომ, ბიჭებთან პენალტების წინ ინდივიდუალურად ვისაუბრეთ. ქოჩორაშვილმა თვითონ გამოთქვა სურვილი, რომ პირველ პენალტს დაარტყმდა, რაც არ გამიკვირდა, რადგან ძალინ ძლიერი ხასიათის პიროვნებაა და ნაკრებში მისი გამოჩენის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. იგივე დვალი, რომელმაც ისე კარგად შეასრულა პენალტი. არავის გამოყოფა არ მსურს, დღეს ყველამ ფანტასტიკურად ითამაშა“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდში), ჩეხეთის (22 ივნისი, ჰამბურგში) და პორტუგალიის ნაკრებები (26 ივნისი, გელზენკირხენში) იქნებიან.

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში