ზონალური საბჭოს სხდომა

21 მარტი 2017, 00:00 3651 ნახვა

საპროექტო და ფასადური  ცვლილებების შესახებ იმსჯელეს დღეს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ზონალური საბჭოს სხდომაზე. წარდგენილი 9 ობიექტიდან დადებითი გადაწყვეტილება მხოლოდ ხუთზე მიიღეს. ორ განმცხადებელს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს, ასევე ორ  ობიექტთან დაკავშირებით პროექტების დახვეწის შესახებ რეკომენდაცია გაიცა. მეპატრონეებისა და ინვესტორების ნაწილი, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის მშენებლობის მიზნით, არქიტექტურულ პროექტში ცვლილებებს, ნაწილი კი მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვას ითხოვდა. სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ მიაჩნიათ, რომ ქალაქის იერსახის შეცვლის ხარჯზე ინვესტორმა მოგება არ უნდა ნახოს. ისინი საბჭოს გადაწყვეტილებებით კმაყოფილი არიან, თუმცა აქვთ რეკომენდაციები. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში