უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 67 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

27 მარტი 2024, 10:25 365 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე 67 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე განცხადებით, რუსი დამპყრობლები თავს დაესხნენ დამცველთა პოზიციებს ფრონტის 7 მიმართულებით.

"სევერსკის და სლობოჟანსკის მიმართულებებში მტერი ინარჩუნებს სამხედრო ყოფნას სასაზღვრო რაიონებში, ახორციელებს დივერსიულ აქტივობებს, რათა თავიდან აიცილოს ჩვენი ჯარების გადაყვანა საშიშ მიმართულებებზე და ზრდის ნაღმების და ასაფეთქებელი ბარიერების სიმკვრივეს სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ.

 

კუპიანსკის მიმართულებით მტერმა ერთი წარუმატებელი შეტევა მოახდინა ჩვენი ჯარების პოზიციებზე ხარკოვის რაიონის სოფელ ივანოვკას მიდამოში"-განმარტავენ უკრაინის გენშტაბში.

მათივე ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალების ავიაციამ იერიში აიღო 2 საკონტროლო პუნქტზე და 8 უბანზე, სადაც მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობა, იარაღი და სამხედრო ტექნიკა იყო თავმოყრილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში