დარჩიაშვილი - „ევრო 2024“-ზე გასვლა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სამართლიანი გაგრძელებაა

27 მარტი 2024, 10:03 390 ნახვა

„ევრო 2024“-ზე გასვლა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სამართლიანი და ლოგიკური გაგრძელებაა - წერს   საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც საქართველოს საბერძნეთთან გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს. „ისტორიული გამარჯვება! გილოცავ, საქართველო. ვულოცავთ ჩვენს ეროვნულ საფეხბურთო გუნდს ამ ტრიუმფსა და აბსოლუტურად ამაღელვებელ გამარჯვებას. 

დიდი მადლობა თქვენი თავდადების, შრომისმოყვარეობისა და მთელი ერის სიამაყისთვის! - წერს ილია დარჩიაშვილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში