თელავში ოთხი ბინის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

27 მარტი 2024, 11:45 505 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ თელავში, სხვადასხვა დროს, ოთხ ბინაში უკანონოდ შეაღწია, საიდანაც ძვირფასი ნივთები და თანხა მოიპარა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ შ.ჯ. ბრალდებულის სახით დააკავა“, - აცხადებენ შსს-ში.

სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ბინებიდან მოპარული ნივთები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონოდ შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში