ბალტიმორში ხიდის ჩანგრევის შედეგად დაკარგულები დაღუპულებად მიიჩნევიან

27 მარტი 2024, 08:58 413 ნახვა

აშშ-ის შტატ მერილენდის პოლიციის  განცხადებით, ფრენსის სკოტის ხიდის ჩანგრევის შემდეგ წყალში ჩავარდნილი ადამიანები დაღუპულად მიიჩნევიან. 18 საათიანი სამძებრო ოპერაციის განმავლობაში მყვინთავებმა მათ კვალს  ვერ მიაგნეს.

მდინარეში სამძებრო ოპერაცია დილიდან განახლდა. 

გუშინ მაშველებმა წყლიდან ორი ადამიანის ამოყვანა შეძლეს.  ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა,  ხიდს სატვირთო გემი შეეჯახა, რის შედეგადაც, წყალზე გადებული რკინის კონსტრუქცია დაინგრა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში