გვარამიას საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებით პასუხი მიიღეს ადამიანებმა, რომლებსაც ჩემს გადაწყვეტილებაზე კითხვები ჰქონდათ - ლაშა ჩხიკვაძე

27 მარტი 2024, 15:30 376 ნახვა

საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროპულმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო, მისთვის ბევრი რამის დადასტურებაა.

ლაშა ჩხიკვაძის თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილებით გარკვეულწილად პასუხი მიიღეს იმ ადამიანებმა, რომლებიც საქმესთან დაკავშირებით მის მიერ გამოტანილ განაჩენს არ ეთანხმებოდნენ.

„ვფიქრობ, პოლიტიკური განცხადება არ გამომივიდეს, თუმცა სტრასბურგის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით რაც თქვა, ეს ჩემთვის ბევრი რამის დადასტურებაა. დანარჩენი გემოვნების საკითხია, ვინ როგორ შეაფასებს ამ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას ეყოლება მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც.

საქმეზე მიღებულ საკუთარ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები მე არ მქონდა, თუმცა ბევრმა, ვისაც კითხვები ჰქონდა, ალბათ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით გარკვეულწილად პასუხი მიიღო შეკითხვებზე“, – განაცხადა ლაშა ჩხიკვაძემ.

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში