გერმანია უკრაინას 10 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას გადასცემს

28 მარტი 2024, 10:30 420 ნახვა

გერმანია უკრაინას უახლოეს დღეებში 10 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას გადასცემს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროს უკრაინის სიტუაციური ცენტრის ხელმძღვანელმა, გენერალმა კრისტიან ფროიდინგმა განაცხადა.

გერმანიამ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის სამ ეტაპად მიწოდების გადაწყვეტილება მიიღო და აღნიშნულ 10 000 საარტილერიო ჭურვს პირველი ეტაპის ფარგლებში გადასცემს. საბრძოლო მასალას ბუნდესვერის არსენალებიდან ამოიღებენ.

ამასთან, გერმანია უერთდება ჩეხეთის ინიციატივას, უკრაინისთვის ჭურვების შეძენასთან დაკავშირებით და 180 ათასი ჭურვის შეძენის საფასურს ბერლინი დაფარავს. უკრაინა მათ 2024 წლის მეორე ნახევარში მიიღებს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ  ახლო მომავალში საფრანგეთი უკრაინას „ცეზარის“ 78 ჰაუბიცას გადასცემს და საარტილერიო ჭურვების მიწოდებასაც გაზრდის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში