უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ „ლიონი დაამარცხეს 

28 მარტი 2024, 09:09 437 ნახვა

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა იტალიის გზაზე საფრანგეთში, კერძოდ, ლიონში შეიარეს და ადგილობრივი კლუბის თანატოლებთან საკონტროლო მატჩი გამართეს. უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" მეტოქე 36:7 დაამარცხეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ამ ასაკის ნაკრები 30 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით იტალიის ქალაქ პარმაში "ექვსი ერის" 18-წლამდელთა ფესტივალზე იასპარეზებს.

პირველ მატჩს ჩვენი გუნდი 30 მარტს შოტლანდიელი თანატოლების წინააღმდეგ გამართავს, 3 აპრილს - საფრანგეთს, 7 აპრილს კი ინგლისს დაუპირისპირდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში