EURO 2024-მდე საქართველოს ეროვნული ნაკრები 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს

28 მარტი 2024, 13:07 740 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატამდე 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს - ამის შესახებ, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა, საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.

სანიოლის გუნდი 9 ივნისს მონტენეგროსთან „გრადსკი არენაზე“ ითამაშებს, ხოლო მეორე მატჩს 9 ივნისამდე, თუმცა მეორე შეხვედრის მეტოქე და ლოკაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ 26 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორია დაწერა და პირველად ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. პლეიოფის ფინალში ქართველმა ფეხბურთელებმა საბერძნეთი თერთმეტმეტრიანების სერიაში 4:2 დაამარცხა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში