ტეხასის საზღვრის რეგულირების კანონის ამოქმედება ისევ შეჩერდა

28 მარტი 2024, 14:01 496 ნახვა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ ხელი შეუშალა ტეხასის შტატის მცდელობას აემოქმედებინა საკამათო კანონი, რომელიც მიზნად ისახავს ამერიკა-მექსიკის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ეჭვმიტანილი პირების დაკავებას. თებერვალში  ეს კანონი ფედერალური მოსამართლის განკარგულებით დაიბლოკა.

იმის მიუხედავად, რომ უზენაესმა სასამართლომ ხანმოკლე დროით დაუშვა მისი აღსრულება, აშშ-ის მე-5 ოლქის სააპელაციო სასამართლომ აღადგინა სასამართლო აკრძალვა  შემდგომი განხილვის მიზნით.

საიმიგრაციო პოლიტიკა საკვანძო საკითხია მომავალ არჩევნებში, პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი პირობას სდებს, რომ აღადგენს და გააფართოვებს შემაკავებელ საიმიგრაციო ზომებს, რომლებიც  მისი პრეზიდენტობის პერიოდში მოქმედებდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში