უკრაინაზე დრონებით თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულები

28 მარტი 2024, 14:05 480 ნახვა

რუსეთმა დილით დრონებით თავდასხმა განახორციელა ზაპორიჟიეზე. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა - წერს ზაპორიჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი. თავდასხმის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. 

უკრაინის საჰაერო  თავდაცვის სისტემამ 28 რუსული დრონიდან 26 ჩამოაგდეს.

ირანული წარმოების დრონები გაანეიტრალეს უკრაინის აღმოსავლეთ, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ  რეგიონებში.გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს  ხერსონზე. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში