ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი პირის ძებნა-შველის ოპერაცია განახლდა

29 მარტი 2024, 10:05 435 ნახვა

ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი პირის ძებნა-შველის ოპერაცია განახლდა. ამის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაადასტურეს. ძებნა-შველის პროცესში ჩართულია ვერტმფრენიც.

შეგახსენებთ, რომ ბაკურიანში თოვლის მასა გუშინ ჩამოიშალა და ზვავში, სავარაუდოდ, ერთი ადამიანია მოყოლილი.

მის ძებნა-შველის ოპერაციაში სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები არიან ჩართული. ასევე, თბილისიდან გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში