სერგი ლავროვი - უკრაინის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმა უაზროა

29 მარტი 2024, 10:08 484 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა უაზროა. სერგეი ლავროვი განმარტავს, რომ ის ეფუძნება მიუღებელ ცნებებს, როგორიცაა „მოსკოვის გაყვანა დაპყრობილი ტერიტორიებიდან“.

მინისტრი აღნიშნავს, რომ „სამშვიდობო სამიტი“ ვერ მიაღწევს წარმატებას, ვიდრე მისი ფუნდამენტური ცვლილება არ მოხდება, ამაში იგულისხმება რუსეთისთვის მონაწილეობის უფლების მიცემაც.

სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი მზადაა დისკუსიების გასამართად, მაგრამ არა ვოლოდიმირ ზელენსკის „მშვიდობის ფორმულის“ საფუძველზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისვე განცხადებით, ის შეხვდა შვეიცარიის ოფიციალურ პირებსა და დიპლომატებს, რომლებმაც დაარწმუნეს, რომ სამშვიდობო სამიტი რუსეთის მონაწილეობას ითვალისწინებს და ის რეალისტური პირობებით ჩატარდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში