კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი „ნაპოლისთან“ 

29 მარტი 2024, 11:15 495 ნახვა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია მზადაა „ნაპოლიში“ მინიმუმ კიდევ ერთი სეზონით დარჩეს. „გაძეტა დე ლო სპორტის“ (Gazzetta Dello Sport) ინფორმაციით, კვარაცხელია თანახმაა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს 2028 ან 2029 წლამდე, ხოლო ხელფასი სეზონში 4.5 მილიონ ევრომდე გაეზრდება.

ახალ კონტრაქტში სავარაუდოდ ჩაიდება გამოსასყიდი პუნქტიც, რომლის ფასზე მხარეები ჯერ არ შეთანხმებულან. „ნაპოლი“ ხვალ ბერგამოს „ატალანტას“ უმასპინძლებს, მაგრამ ამ შეხვედრაში ქართველი ფეხბურთელი მონაწილეობას საბერძნეთთან მიღებული ტრავმის გამო ვერ მიიღებს. კვარაცხელია ინდივიდუალურად ვარჯიშობს, პარალელურად კი მკურნალობის კურსს გადის.

აქვე შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატში კვარაცხელიამ ერთ-ერთი საუკეთესო გოლი სწორედ „ატალანტას“ გაუტანა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში