მოქალაქის მიმართვა ხელვაჩაურის მერიას

29 მარტი 2024, 14:05 555 ნახვა

სოფელ  ქვედა ჯოჭოში მცხოვრები ტარიელ ბარამიძე ადგილობრივი ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვს. აცხადებს, რომ სახლი, რომელშიც ცხოვრობს ამორტიზებული და საცხოვრებლად უვარგისია. 

მისივე თქმით, მერია რამდენიმე წლის წინ 500 ლარით ჯანმრთელობის პრობლემების გამო დაეხმარა, 4 წლის წინ სახლის გადასახური  მასალებიც გადასცეს,  მაგრამ აცხადებს, რომ  ეს საკმარისი არაა და სახლში ცხოვრება საფრთხის შემცველია,  მიწა კი,  სადაც ნაგებობა დგას მცოცავია.

მოქალაქეს ხელვაჩაურის მერიაში წერილობით გამოეხმაურნენ, ამბობენ, რომ მოთხოვნა მათთვის ცნობილია და საკითხზე მუშაობენ.   

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში