ოკუპანტის შეტევა უკრაინაზე

30 მარტი 2024, 09:01 353 ნახვა

უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. გენშტაბის ცნობით გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 61 საბრძოლო შეტაკება მოხდა. მტერმა 38 სარაკეტო და 59 საჰაერო დარტყმა განახორციელა. უკრაინის თავდაცვის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული შაჰედის ტიპის 9 დრონი ჩამოაგდეს.

ოკუპანტებმა ჯამურად 12 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. პრეზიდენტი ზელენსკი „ატაკამსის“ ტიპის რაკეტების საჭიროებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მას ოკუპირებულ ყირიმში რუსული აეროდრომების დასაბომბად გამოიყენებენ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სწორედ ამ აეროდრომებიდან უშვებს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მაღალი სიზუსტის რაკეტებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში