თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ბადმინტონში წარმატებით იასპარეზეს ბათუმის სპორტის სასხლის სპორტსმენებმა. შეჯიბრება სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა.
მალხაზ მჟავიას შეგირდებიდან თერთმეტ წლამდელთა კატეგორიაში ნიკოლოზ გორდინსკიმ გაიმარჯვა, ცამეტწლამდელებში კი საქართველოს ჩემპიონის ტიტული რაფაელ ოვანესიანმა და თეკლა გორდინსკაიამ მოიპოვეს.
ნიკა გორდინსკის და რაფაელ ოვანესიანის წყვილმა 13 წლამდელთა შორის იასპარეზეს და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ.
მაისში თბილისში გუნდურში დიდების კატეგორიაში საქართველოს თასი გათამაშდება.