ომი ახლო აღმოსავლეთში 

30 მარტი 2024, 20:02 454 ნახვა

30 მარტს, თვითმხილველების თანახმად, ღაზა მძიმე შეტაკებებმა და აფეთქებებმა შეარყია. როგორც "წითელი ნახევარმთვარე" იტყობინება, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა დახმარების ქაოსური განაწილების დროს ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელსაც შიმშილი ემუქრება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მხარი დაუჭირა მოლაპარაკებების ახალ რაუნდს ღაზაში ზავის შესახებ ისრაელსა და აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხილ ჰამასს შორის მას შემდეგ, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს სავალდებულო რეზოლუციამ გასულ ორშაბათს "ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა" მოითხოვა.

საერთაშორისო სასამართლომ დაავალდებულა ისრაელი, უზრუნველყოს დახმარების მიწოდება სასოწარკვეთილი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.საბრძოლო მოქმედებები არ შენელებულა არც ამ რეგიონის უდიდესი საავადმყოფოს გარშემო. ღაზის სექტორის, რომელსაც ჰამასი მართავს - ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემების თანახმად, სულ ცოტა, კიდევ 82 ადამიანი დაიღუპა გასული 24 საათის განმავლობაში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში