2 წელი ბუჩას ტრაგედიიდან 

31 მარტი 2024, 20:01 464 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბუჩაში ჩავიდა რუსეთის ძალებისგან დასახლების გათავისუფლების მეორე წლისთავზე. მან ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიასთან, მემორიალურ დაფასთან სანთელი დაანთო ოკუპაციის დროს მოკლული უკრაინელების ხსოვნის პატივსაცემად.

მემორიალზე ამოტვიფრულია რუსი სამხედროების მიერ მოკლულთა სახელები. ამჟამად მემორიალზე 509 მოქალაქის სახელია, რომელთა იდენტიფიცირებაც შესაძლებელი გახდა.

რუსეთის არმია ბუჩაში 2022 წლის 27 თებერვალს შევიდა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, 33-დღიანი ოკუპაციის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ბუჩას რაიონში ცხრა ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს და 1 400-ზე მეტი სამოქალაქო პირი მოკლეს, მათ შორის 37 ბავშვი.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბუჩა 31 მარტს გაათავისუფლეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში