ერთი კაცის მმართველობა დასრულდა - იმამოღლუ

01 აპრილი 2024, 09:45 465 ნახვა

თურქეთში საყოველთაო არჩევნებში  თურქმა ამომრჩეველმა პრეზიდენტ თაიფ ერდოღანსა და მის პარტიას ყველაზე დიდი საარჩევნო დარტყმა მიაყენა.

ქვეყნის მასშტაბით კენჭისყრამ ოპოზიცია  ძლიერ პოლიტიკურ ძალად აქცია და გააძლიერა პრეზიდენტის მთავარი კონკურენტის სტამბულის მერის ეკრემ იმამოღლუს პოზიციები.

სტამბოლის მერის არჩევნებში ხმების უმეტესობის დათვლის შემდეგ  იმამოღლუ 10 პროცენტით ლიდერობს,  ხოლო მისმა რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ ძალაუფლება შეინარჩუნა ანკარაში  და ქვეყნის მასშტაბით  15 ქალაქის ხელისუფლების სათავეში მოვიდა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში