გერმანიაში მარიხუანის ნაწილობრივი ლეგალიზაცია იზეიმეს

01 აპრილი 2024, 13:22 434 ნახვა

გერმანიაში მარიხუანის ნაწილობრივ ლეგალიზების აღსანიშნავად ბერლინში ბრანდენბურგის ჭიშკართან ასობით ადამიანი შეიკრიბა. გერმანიამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, 1-ელი  აპრილიდან ლეგალური ხდება პირადი მოხმარებისთვის მცენარის სამამდე ძირის  გაშენება და 25 გრამამდე მარიხუანის ფლობა.

მარიხუანის უფრო მასშტაბური, მაგრამ  არაკომერციული  წარმოება დასაშვები  იქნება არა უმეტეს 500 წევრიანი  ე.წ. კანაფის კლუბებისთვის, ყველა წევრი  ზრდასრული უნდა იყოს. მხოლოდ კლუბის წევრებს შეუძლიათ თავიანთი პროდუქტის მოხმარება.

გერმანია ხდება მეცხრე ქვეყანა, რომელმაც დააკანონა ნარკოტიკების რეკრეაციული გამოყენება, რომელიც ასევე ლეგალურია ზოგიერთ სუბნაციონალურ იურისდიქციაში აშშ-სა და ავსტრალიაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში