თეირანში სირიაში ირანის საელჩოზე თავდასხმა დაგმეს

02 აპრილი 2024, 08:05 589 ნახვა

თეირანში ასობით ადამიანმა დაგმო ისრაელის თავდასხმა სირიაში ირანის საელჩოზე. მომიტინგეებმა   დაწვეს ისრაელის და ამერიკის დროშები და ანტიდასავლურ ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

საჰაერო თავდასხმამ ისრაელ-ჰამასის  ომის ესკალაცია გამოიწვია, რომლის შედეგად   ისრაელს მის რეგიონულ მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირება მოუწია.

თეირანის განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა შვიდი სამხედრო მრჩეველი.  

ორშაბათის თავდასხმა იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ისრაელმა პირდაპირ დაარტყა საელჩოს უზარმაზარ კომპლექსს. სირიაში ირანის ელჩმა  განაცხადა, რომ თეირანის პასუხი იქნება "მკაცრი".

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში