რეკრეაციული სივრცე ჭარნალში

02 აპრილი 2024, 14:08 1863 ნახვა

ჭარნალის თემში მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. სამუშაოები ხელვაჩაურის მერიის დაკვეთით უკვე დაიწყო. 1700 კვ. მეტრ ფართობზე განთავსდება საბავშვო ატრაქციონები და ტრენაჟორები.

ტერიტორია დამატებით გამწვანდება, დაირგვება მცენარეები, დაიგება ქვაფენილი, მოეწყობა განათების სისტემა.

პროექტის ღირებულება 400 ათას ლარზე მეტია. სამუშაოები 5 თვეში უნდა დასრულდეს.

მერის ინფორმაციით, მსგავსი გასართობი და დასასვენებელი სივრცეები მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც მოეწყობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში