ფინეთში 12 წლის მოზარდმა სკოლაში ცეცხლი გახსნა

02 აპრილი 2024, 13:01 482 ნახვა

ფინეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად სამი ბავშვი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პოლიციამ უკვე დააკავა ეჭვმიტანილი, რომელიც 12 წლისაა. მას სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. დაშავებულებიც 12 წლისანი არიან, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტი ქალაქ ვანტააში მოხდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.  სკოლაში სროლის შემდეგ ქალაქის კრიზისების მართვის ჯგუფის საგანგებო შეხვედრა ჩაინიშნა.

სკოლას, 800 მოსწავლე და 90 თანამშრომელი ჰყავს. დანაშაულის მოტივი უცნობია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში