აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები დაიწყო- ტურიზმის დეპარტამენტი

02 აპრილი 2024, 16:45 536 ნახვა

აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები დაიწყო. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პირველ ეტაპზე, თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები განთავსებისა და კვების ობიექტების მიმტანებს უტარდებათ.

მაგიდის სერვირება, სტუმრისთვის კერძებისა და სასმელების შეთავაზების სტანდარტები, შეკვეთის მიღების წესები, კონფლიქტური სიტუაციების მართვა, სტუმრების მისალმება და მაგიდასთან მიპატიჟება მცირე ჩამოანათვალია იმ საკითხებისა, რომელსაც მიმტანები ტრენინგებისას გაეცნობიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში