ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

03 აპრილი 2024, 10:17 631 ნახვა

ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის გამოც ტაივანის მეზობელ ქვეყნებში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია ოთხი  და დაშავებულია 50-ზე მეტი ადამიანი.

ამერიკის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ჰუალიენის სამხრეთით, 18 კილომეტრის მანძილზე მდებარეობდა.

ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს ჩამონგრეული სახლები და დაზიანებული ავტომობილები. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში