გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

03 აპრილი 2024, 10:50 571 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

უწყების ცნობით, ქალაქ ახმეტაში, მოქალაქეს დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელი სახლის დამხმარე შენობაში ჰქონდა დამონტაჟებული.

"უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიიდან ამოღებულია წიფლის სახეობის 2,8 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი და 2,2 კუბური მეტრი მოცულობის კოტრი (დაჭრილი მერქანი).

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა"- აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში