შოთა მიშველიძე ოლიმპიურ ლიცენზიას მიიღებს

03 აპრილი 2024, 10:10 471 ნახვა

ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძემ იასპარეზა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 130 კილოგრამი დაძლია და მერვე ადგილზე გავიდა, აკვრაში კი 152 კილოგრამით მისი შედეგი მე-14 ადგილი იყო, მიშველიძემ ორჭიდში 282 კილოგრამით მე-12 ადგილი დააფიქსირა.

შოთა მიშველიძემ მსოფლიო თასზე სავალდებულო სალიცენზიო ჩათვლა გააკეთა და ახლა უკვე ლიცენზიის მიღების ოფიციალურ დასტურს ელოდება.

მსოფლიო თასზე კიდევ ხუთი ქართველი ძალოსანი იასპარეზებს: საბა ასანიძე, ირაკლი ჩხეიძე, ანასტასია გოტფრიდი, ზაზა ლომთაძე და ლაშა ტალახაძე.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში