პარაძიუდოისტების სამი ბრინჯაო ანტალიის გრან-პრიზე 

03 აპრილი 2024, 08:50 375 ნახვა

თურქეთის ქალაქ ანტალიაში, გრან პრის გათამაშებაზე პარაძიუდოისტებმა ლაშა ყიზილაშვილმა და ზიად გოგოჭურმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ყიზილაშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ყაზახი მოწინააღმდეგე დაამარცხა, გოგოჭურმა კი ბრაზილიელ პარაძიუდოსტს სძლია.

ტურნირზე ასევე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ზურაბ ზურაბიანი. საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები ანტალიის გრან პრიდან სამი მედლით ბრუნდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში