ტრენინგ-კურსი პენიტენციური სისტემის თანამშრომლებისთვის

03 აპრილი 2024, 10:02 416 ნახვა

პირველი ტრენინგ-კურსი იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზაზე. სწავლება პენიტენციური სისტემის თანამშრომლებმა გაიარეს, რომლის  მიზანია მათი ცნობიერების ამაღლება და ზოგადი ინფორმაციის მიწოდება ეთიკის სტანდარტების, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის პირობების შესახებ.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სააკაძის სასწავლო ბაზა რეგიონის მასშტაბით უნიკალურია,  ადგილზე შესაძლებელია სპეციალური სასწავლო-საწვრთნელი კურსების განხორციელება. ბაზაზე მოწყობილია სასროლეთი, ავტოდრომი, აუდიტორიები, სპორტული მოედნები, სასწავლო ციხის საკნები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში