ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს შესაძლოა ახალი სტატუსი მიენიჭოს

03 აპრილი 2024, 10:50 460 ნახვა

ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს ახალი სტატუსი მიენიჭება.  კულტურული მემკვიდრეობის საგანძურის მისაღებად სპეციალური  კომისია მუშაობას იწყებს,  საბოლოოდ კი ახალი სტატუსი   იუნესკომ უნდა მიანიჭოს.

ასევე დაგეგმილია სამეცნიერო დოსიეს მომზადებაც, რომელიც თავის დროზე მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობისათვის მომზადდა. 

ლანდშაფტების ეკოლოგი  იზოლდა მაჭუტაძე განმარტავს, რომ კვლევები 20 წლის  განმავლობაში მიმდინარეობდა, ახალი სტატუსის მისაღებად კი დაახლოებით ერთი წელია საჭირო.

ქვეყნის ოთხ დაცულ ტერიტორიას, მათ შორის ქობულეთის ნაკრძალს  4 წლის წინ მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.  მსოფლიოს მასშტაბით,  ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მინიჭებული აქვს სულ 213 უბანს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში