ტაივანში 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

03 აპრილი 2024, 08:03 505 ნახვა

ტაივანში, კუნძულზე მომხდარი 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ ჰუალიენის ოლქში  26 შენობა ჩამოინგრა.  წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია ოთხი  და დაშავებულია 50-ზე მეტი ადამიანი. ძლიერმა ბიძგებმა გამოიწვია მასიური მეწყრული პროცესებიც.  

ჩინეთის სახელმწიფო მედიის განცხადებით, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ტაიპეიში, ჩინეთის ფუჯიანის პროვინციასა და  შანხაიში. 

სეისმოლოგების მონაცემებით, ამ დროისთვის რეგისტრირებულია 25-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში