დღეიდან, სემეკში წარსადგენი საჩივრის ან სხვა განცხადებების ჩაბარება და პასუხების მიღება იუსტიციის სახლშია შესაძლებელი

04 აპრილი 2024, 10:21 404 ნახვა

იუსტიციის სახლისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ერთობლივი პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი სიახლე ამოქმედდა. დღეიდან, სემეკში წარსადგენი საჩივრის ან სხვა განცხადებების ჩაბარება და პასუხების მიღება იუსტიციის სახლშია შესაძლებელი.

აღნიშნული სიახლის მიზანს მოქალაქეებისთვის კომუნალური სერვისების ხელმისაწვდომის გაუმჯობესება წარმოადგენს. კერძოდ, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლისა და მელიორაციის სექტორის მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ სემეკს მომსახურების პირობის დარღვევაზე რეაგირების მიზნით სემეკში წარსადგენი განცხადება/საჩივარი ჩააბარონ იუსტიციის სახლში და ამავდროულად, იუსტიციის სახლში მიიღონ სემეკის მიერ განცხადებაზე გამოგზავნილი პასუხები. აღნიშნული მომსახურება უფასოა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში