უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 65 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

04 აპრილი 2024, 10:04 433 ნახვა

რუსეთი უკრაინის ქალაქ ხარკოვს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს, რის შედეგადაც, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაღუპულებს შორის არის სამი მაშველი, რომლებიც შემთხვევის ადგილზე ადამიანების დასახმარებლად მივიდნენ, რა დროსაც რუსულმა ძალებმა განმეორებითი დარტყმა განახორციელეს.

ამასთან, დაზიანებულია მაღალსართულიანი კორპუსები და კერძო სახლები.

უკრაინული გენშტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 65 სამხედრო შეტაკება მოხდა. 

მათივე ცნობით, მტერმა განახორციელა 6 სარაკეტო და 85 საჰაერო დარტყმა,  88 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან  ჯარების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში