საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ექვსი ერის ფესტივალზე საფრანგეთი დაამარცხა

04 აპრილი 2024, 08:44 471 ნახვა

იტალიაში მიმდინარე რაგბის ექვსი ერის ფესტივალზე, საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მეორე შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრები შეხვედრის ბოლოს დადებული ლელოთი 20:19 დაამარცხა.

პირველ ტაიმში საფრანგეთის ნაკრებმა სამი ლელოს დადება მოახერხა, რასაც საქართველოს ნაკრებმა ლევან ეზიეშვილის ერთი ლელოთი და ერთი ჯარიმით უპასუხა, ტაიმი კი 10:19 წააგო. მეორე ნახევრში ქართველმა მორაგბეებმა ჯერ ზუსტი საჯარიმო დარტყმით შეამცირეს სხვაობა, ე.წ. „გაწითლებულ დროში“ კი ანრი შველიძემ კიდევ ერთი ლელო დადო, რომელიც გიორგი სირბილაძემ ზუსტად გარდასახა და უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ 20:19 მოიგეს.

ფესტივალზე ბოლო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 7 აპრილს ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში