აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ღაზაში ჰუმანიტარული მუშაკების დაღუპვის გარემოებების სწრაფ გამოძიებას მოითხოვს

04 აპრილი 2024, 08:01 406 ნახვა

შეერთებული შტატები  სწრაფ გამოძიებას მოითხოვს ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებულ  თავდასხმაზე, რომლის დროსაც დაიღუპა შვიდი ადამიანი, რომლებიც ღაზაში მუშაობდნენ ცნობილი შეფ-მზარეულის ხოსე ანდრესის საქველმოქმედო ორგანიზაცია -  მსოფლიო ცენტრალურ სამზარეულოში - ამის შესახებ  განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთდა.

ისრაელმა უნდა მიიღოს ყველა ზომა ჰუმანიტარული მუშაკებისა  და ყველა მშვიდობიანი მოქალაქის დასაცავად - განუცხადა ჟურნალისტებს ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა. ”მნიშვნელობა არ აქვს, როგორ დაუშვეს შეცდომა.

დღის ბოლოს, თქვენ გყავთ შვიდი დაღუპული მუშაკი, რომლებიც იქ ცდილობდნენ ჰუმანიტარული დახმარების გაწევას. ასე რომ, რა მიზეზიც არ უნდა იყოს, რამაც გამოიწვია ეს ტრაგედია, როგორიც არ უნდა იყოს შეცდომა,  ასეთი რამ   მიუღებელია - თქვა მილერმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში